ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი შვეიცარიის „ევროპა ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
აპარატი 24 სექტემბერი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხელაშვილი შვეიცარიის „ევროპა ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი, ასევე მიმდინარე საარჩევნო, თვითმმართველობისა და მართლმსაჯულების რეფორმებს შეეხო.
ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმა გააცნო. ყურადღება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა და კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებს და ოკუპაციიდან მომავალ საფრთხეებს. სტუმრები, ასევე, საქართველოს ტურისტული პოტენციალითა და იმ ნაბიჯებით დაინტერესდნენ, რომელსაც სახელმწიფო ტურისტული სფეროს განვითარებისთვის დგამს.