საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროპული საქართველო - რეგიონები 12 მარტი 2020
ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის წვლილი იმ შეთანხმების მიღწევაში, რაც ხელისუფლებასა და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის შედგა და ახლა მთავარია ამ შეთანხმების დროული და სრული რეალიზება.

„ძალიან დიდია საერთაშორისო თანამეგობრობის წვლილი იმ შეთანხმების მიღწევაში, რაც მოხდა „ქართულ ოცნებასა“ და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის, იმისათვის, რომ ციხიდან იქნან გამოშვებული პოლიტიკური პატიმრები და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა პროპორციულთან ყველაზე მეტად მიახლოებული სისტემით. ბუნებრივია ჩვენი საუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორებთან შეეხო სწორედ ამ საკითხს, რომ ახლა მთავარი არის ამ შეთანხმების დროული და სრული რეალიზება რათა ორივე პრინციპი რაც დააყენა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებასთან“ და რაც ჩაიდო შეთანხმებაში, შესრულდეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ისეთი საარჩევნო გარემო არჩევნების წინ, რაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა
19 მაისი 2021

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R