საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ ყაველაშვილი: როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდების განვითარებაზე, აუცილებელია რომ ყველა რეფორმა მათი ჩართულობით მოხდეს და ჩვენი დევიზია „ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად“

სპორტის კომიტეტი 10 თებერვალი 2020
მიხეილ ყაველაშვილი: როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდების განვითარებაზე, აუცილებელია რომ ყველა რეფორმა მათი ჩართულობით მოხდეს და ჩვენი დევიზია „ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად“

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების შესწავლის მიზნით, თბილისსა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპეციალური კვლევები ჩატარდა. კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კვლევის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტების დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. 

„ახალგაზრდობის როლი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, საპარლამენტო კომიტეტი და ზოგადად, ხელისუფლება მიზანმიმართულ ქმედებებს ახორციელებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ახალგაზრდების უფრო მეტად ინტეგრირება სამოქალაქო ცხოვრებაში და ქვეყნის განვითარების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა და ერთ-ერთი ასეთი აქტივობა კომიტეტმა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად განახორციელა, რომელიც იმერეთის რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში და ქალაქ თბილისში კვლევების ჩატარებას წარმოადგენს. კვლევების შედეგებიდან ორ მნიშვნელოვან ფაქტორს გამოვყოფ: პირველი - დასაქმების პრობლემა, ახალგაზრდების თვითრეალიზება და მოტივაციის ამაღლება და მეორე - არაფორმალური განათლება, რომელზეც უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები მათი მოთხოვნილებების გადაწყვეტას ძირითადად მუნიციპალიტეტებიდან მოელიან და ნაკლებია მათი მხრიდან წამოსული ინიციატივები. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებს შეიძლება სხვა მოთხოვნილებები ჰქონდეთ, მუნიციპალიტეტები კი მათ სხვა მიმართულებებს სთავაზობენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტში, კომიტეტის დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შექმნისთვის სამუშაო ჯგუფი მუშაობს, სადაც თითქმის ყველა ახალგაზრდული ორგანიზაციაა ჩართული. ასევე კომიტეტის ინიციატივით, პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში მოექცა ახალი უწყება - ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა რგოლის კოორდინაციას ახდენს.

„როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდების განვითარებაზე, აუცილებელია რომ ყველა რეფორმა მათი ჩართულობით მოხდეს, ჩვენი დევიზია „ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად“, რომელიც სწორედ იმას გულისხმობს, რომ მათ მოვუსმინოთ, მათ ვკითხოთ რა და როგორ სურთ და ჩვენ შევქმნათ შესაძლებლობების სივრცეები, სადაც ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზება მოხდება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ირინა ფრუიძე მიესალმა, რომელმაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობას და კვლევის ავტორის - ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფს, განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციაზე, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელობა, სამოქალაქო სექტორის წევრები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ფელიქს ჰეტი მიესალმა, რომელმაც კომიტეტთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტზე და მის შედეგებზე ისაუბრა.

მისასალმებელი ნაწილის შემდეგ კვლევის ავტორმა, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის უფროსმა მკვლევარმა, კესო ესებუამ უშუალოდ კვლევის პრეზენტაცია წარადგინა და დეტალურად ისაუბრა კვლევის მეთოდოლოგიაზე, სამიზნე აუდიტორიებთან მუშაობის მექანიზმებზე, ძირითად გამოწვევებზე. მომხსენებელმა კონფერენციის მონაწილეებს დასკვნები, რეკომენდაციები და მიგნებებიც გააცნო.

ღონისძიება დისკუსიით გაგრძელდა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა, განათლების და ახალგაზრდობის საკითხების ექსპერტებმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს

მსგავსი

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
21 მაისი 2021

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა
20 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა
19 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
11 მაისი 2021

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R