საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 19 მაისი 2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მომზადებული რეკომენდაციები და მოსაზრებები განიხილეს და მათ ავტორებთან რიგი საკითხები დააკონკრეტეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რეკომენდაციების და წინადადებების რაოდენობამ კარგად აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

თემატური მოკვლევის ჯგუფი სამუშაო პროცესში ყურადღებით შეისწავლის დაინტერესებული პირების მიერ მომზადებულ წინადადებებს და სათანადო რეკომენდაციებით შესაბამის უწყებებს მიმართავს.

თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენაზე სხვადასხვა ორგანიზაციის, კერძოდ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ასოციაცია „ჰერა 21“, ააიპ „გილდია“, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის და ფიზიკური პირების მოსმენა გაიმართა, რომლებმაც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე და მიმართულებებზე ისაუბრეს.

„თემატური მოკვლევის ჯგუფში დაახლოებით 20-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის რეკომენდაცია შემოვიდა, დღეს იყო პირველი ზეპირი მოსმენა, სადაც ექვს ორგანიზაციასთან და ორ ინდივიდუალურ წარმომადგენელთან საინტერესო დისკუსია და მსჯელობა გავმართეთ. თემა არ არის მარტივი, რადგან დასაქმების საკითხი საკმაოდ რთულად დგას ქვეყანაში, მითუმეტეს ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი და მოწყვლადი ჯგუფია. ყველას ძალისხმევაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს დასაქმებული და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობები და კარიერული წინსვლის გზა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამას ემსახურება ეს თემატური მოკვლევაც, სადაც განვიხილავთ შემოსულ მოსაზრებებს და წინადადებებს, შემდეგ მოვამზადებთ ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამის უწყებებს და სამსახურებს დაეგზავნებათ. კომიტეტი კი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში რეკომენდაციების შესრულების პროცესს შესაბამის მონიტორინგს გაუწევს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R