საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ახალ ვირუსს სჭირდება ახალი მიდგომები. ვიდრე აგრესიული ტესტირება იქნება შესაძლებელი საქართველო უნდა გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით

დამოუკიდებელი დეპუტატები 19 მარტი 2020
ახალ ვირუსს სჭირდება ახალი მიდგომები. ვიდრე აგრესიული ტესტირება იქნება შესაძლებელი საქართველო უნდა გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით

მარიამ ჯაში - ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე


COVID-19 პანდემიის პირობებში დღემდე საქართველომ ეფექტურად მართა სასაზღვრო ზონებში მაღალი რისკის ჯგუფების ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, საკარანტინო, სამკურნალო და კონტაქტების კვლევის ღონისძიებები. 

თუმცა, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები საქართველოში სავარაუდოდ გაიზრდება და ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი.

რამდენიმე დღეში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE გამოაქვეყნებს ოფიციალურ პოზიციას, ამ ეტაპზე კი მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ფრაქციის ორი ძირითადი რეკომენდაცია:

  1. სამხრეთ კორეისა და ჩინეთის გამოცდილებით, ჩვენ პირველ რეკომენდაციად კვლავაც რჩება კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენა ფართომასშტაბიანი „აგრესიული“ ტესტირებით. შესაბამისად, მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი ასევე ბიზნეს სექტორის დაფინანსება და შეიძინოს სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა.
  2. რადგან მომდევნო 2 კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა და ამ პერიოდში „აგრესიული“ ტესტირება ვერ ჩატარდება, ჩვენი მეორე რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ შეგროვებაზე.

დღემდე თუკი მთავარი აქცენტი კეთდებოდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე, მოსახლეობის აქტიურ ზედამხედველობაში მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება, რაც მოსახლეობის 90%-ზე მეტის მოცვის საშუალებას მოგვცემს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული სოფლის ექიმები, პოლიკლინიკები და ამბულატორიები (ყველა დაწესებულება, ან შერჩევითად) სტანდარტული კითხვარით თავად, პროაქტიულად უნდა დაუკავშირდნენ მათთან რეგისტრირებულ ოჯახებს ტელეფონით/მობილურით ყოველკვირეულად, ან სულ მცირე 2-ჯერ მომდევნო 4 კვირის მანძილზე.

კითხვარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით და ჯანმო-ს COVID-19 გლობალური ზედამხედველობის რეკომენდაციებში კორონავირუსის „საეჭვო შემთხვევის“ დეფინიციაზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს.

სატელეფონო გამოკითხვით შესაძლებელი იქნება დადგინდეს ოჯახის რომელიმე წევრს ხომ არ აღენიშნება კორონავირუსზე საეჭვო ნიშნები, ხომ არ ჰქონიათ მოგზაურობის საყურადღებო ისტორია ან შესაძლო კავშირი ვირუსით ინფიცირებულ პირებთან. შედეგად შესაძლებელი იქნება კორონავირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული პირების უფრო აქტიური გამოვლენა, მათი მიზნობრივი ტესტირება, დროული და წარმატებული მკურნალობა.

ამასთანავე, სატელეფონო საუბრით შესაძლებელი იქნება დეტალური ინფორმაციის მიწოდება, როგორ უნდა მოიქცეს და ვის მიმართოს ოჯახმა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის ან მათზე ეჭვის შემთხვევაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც არ აქვთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევა საქართველოში, აქტიური ზედამხედველობა შესაძლოა დამატებით განხორციელდეს განათლებისა და ტურიზმის სექტორის ჩართულობით:
უნივერსიტეტებს სტუდენტებისა და პედაგოგიური კორპუსის დახმარებით შეუძლიათ ანალოგიური სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება ყველა უცხოელ სტუდენტთან, რომელიც მათთან სწავლობს.

ასევე, მიუხედავად ტურისტების მკვეთრად შემცირებული ნაკადებისა, სტანდარტული კითხვარები შეიძლება დაურიგდეთ სასტუმროს ადმინისტრაციებს, რათა მოხდეს მათთან რეგისტრირებული სტუმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული გადამოწმება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ს ახალ ვირუსს უწოდებს, ახალ ვირუსს კი სჭირდება ახალი მიდგომები და ინოვაციები. რამდენადაც თავად ვირუსის შესახებ ინფორმაცია მწირია, მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიური ზედამხედველობით, საქართველოს შეუძლია გადადგას ინოვაციური ნაბიჯი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის მიდგომებში გლობალურ დონეზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
06 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა
05 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ
04 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
27 აგვისტო 2020

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
28 ივლისი 2020

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R