საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროკურორო საბჭოს წევრად ოთარ კახიძის კანდიდატურა აირჩიეს

23 თებერვალი 2017
საპროკურორო საბჭოს წევრად ოთარ კახიძის კანდიდატურა აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად დღეს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების შეკრება გაიმართა.

როგორც სხდომის წამყვანმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, საპროკურო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს აქვთ განსაზღვრული კვოტა, რომლის ათვისებაც, მათივე გადაწყვეტილებით, დღემდე არ მომხდარა.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ისეთი რეალობა შეიქმნა, რომელმაც მათი ერთობლივი პოზიციის შეცვლა გამოიწვია - ეს უკავშირდება ბოლო დღეებში საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და, ზოგადად, პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს: „შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი უფლება და საპროკურორო საბჭოში ავითვისოთ ჩვენთვის განსაზღვრული კვოტა. ჩვენი წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში შევა ერთი ამოცანით და მისიით - ესაა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის დაყენება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მისი ინფორმაციით, ვინაიდან საპროკურორო საბჭოს წევრი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს, ამ შეკრების შესახებ ინფორმირებული იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა პარლამენტის წევრი. დღევანდელ შეკრებას ესწრებოდნენ მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
საპროკურო საბჭოს წევრად ღია კენჭისყრით, 20 ხმით, ერთხმად, აირჩიეს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R