საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 07 ივნისი 2019
პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) შეხვედრა გამართა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) შეხვედრა გამართა. 

დელეგაციის წევრები ამერიკის იურისტთა ასოციაციისა (ABA) და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - „alliance for justice“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ქართული დელეგაციის მხრიდან იყო ფედერალური მოსამართლეების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესში არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობის პროცესის შესწავლა.

ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ როგორ ახდენენ სპეციალურად შექმნილი კომიტეტის მეშვეობით მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და აღნიშნეს, რომ მათი კრიტერიუმებია როგორც კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, ასევე სამოსამართლო უნარები. 

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - „alliance for justice“ წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს თუ როგორ ახდენენ მოსამართლეობის კანდიდატები შეფასებას და მათთან დაკავშირებული ანგარიშების გამოქვეყნებას საჯაროდ. საუბარი, ასევე შეეხო მოცემული ორგანიზაციების წარმომადგენლების სენატში, უშუალოდ მოსამართლეების დამტკიცების პროცესში მონაწილეობას, ასევე მათ მიწვევას და მათი მოსაზრებების მოსმენას სენატორების მხრიდან. 

მასპინძლებმა დელეგატებს გააცნეს სხვადასხვა დოკუმენტები, სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც ისინი იყენებენ ამ პროცესში. შეხვედრისას საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის: ფედერალური და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესში ადვოკატების, ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს.
ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) გამართული შეხვედრით საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა.

დელეგაციის წევრები ვაშინგტონს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში 3 ივნისს ეწვივნენ. 

ვიზიტის მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ფედერალურ დონეზე შესწავლა. დელეგაციის წევრები ამერიკელი კოლეგების საქმიანობას გაეცნენ და შეხვედრები გამართეს შემდეგ საკითხებზე: აშშ-ს მთავრობასა და კონგრესს შორის ურთიერთობების დინამიკა - როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა ფედერალურ და შტატების დონეზე; აშშ-ს კონგრესში კომიტეტების საქმიანობა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში; საკომიტეტო მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და ფინანსებზე ზედამხედველობა; მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სასამართლოზე ზედამხედველობა; კონგრესის კვლევითი ცენტრის (CRS) საქმიანობის შესწავლა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“
09 ოქტომბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“

მსგავსი

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“
26 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას
18 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R