საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 05 სექტემბერი 2018
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დასკვნის მიღებით დაასრულა. კომისიის ბოლო, რიგით მე-20 სხდომა, დასკვნის პროექტის შეჯამებას და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებული დასკვნის განხილვას და მათ კენჭისყრას დაეთმო.

სხდომაზე კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტის მოკლე შეჯამება წარმოადგინა და ყურადღება რეკომენდაციების ნაწილზე გაამახვილა.

მოხსენებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კომისიის დასკვნის მეორე პროექტი წარადგინა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შედეგად, ობიექტურად იქნა შედგენილი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, საუბარია გამოძიების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებას ან დაგვიანებით ჩატარებას შეეხებოდა.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, არ ფიქსირდება სამოხელეო დანაშაული და შესაბამისად, კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილილებლობის საკითხი არ დგას. მისივე განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული დასკვნის რეკომენდაციები საგამოძიებო სისტემის რეფორმირების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას შეეხება.

დასკვნასთან დაკავშირებით შეფასება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი დასკვნა სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და კომისიის მანდატს არ უნდა გასცდეს.

წარმოდგენილ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან შეკითხვები და ნეგატიური შეფასებები გამოითქვა, რასაც უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი არგუმენტებით უპასუხეს.

„საზოგადოების და მშობლების მხრიდან, ასევე კომისიის წინაშე მდგარი მთავარი შეკითხვა იყო აფარებდა თუ არა ხელს სახელმწიფო დამნაშავეებს და სახელმწიფო ხომ არ მოქმედებდა მართლმსაჯულების წინააღმდეგ?! დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე ათი ადამიანი პასუხისმგებლობაში მიეცა და გამოძიება გრძელდება ცალკე გამოყოფილ საქმეზე. აქედან გამომდინარე პასუხი მთავარ კითხვაზე ჩვემთვის პირადად სრულიად ნათელია“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მანვე პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში კონსენსუსის და მიუკერძოებელი დოკუმენტის შედგენის იმედი გამოთქვა.

კომისიის მუშაობა და მისი შედეგები დროებითი საგამოძიებლო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, საბოლოოდ თუ რა ტიპის დოკუმენტი დაიდება და როგორი დასკვნა მომზადდება იმის მიხედვით მოხდება კომისიის მუშაობის შედეგების შეფასება.

სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ დასკვნის ორივე პროექტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. 9 მომხრე, 4 წინააღმდეგით კომისიის წევრთა უმრავლესობამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად „ქართული ოცნების“ დასკვნის პროექტს 4 მომხრე და 9 წინააღმდეგი ჰყავდა.

კომისიის მიერ მხარდაჭერილი დასკვნა უახლოეს პერიოდში პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
10 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მსგავსი

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა
06 სექტემბერი 2018

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს
04 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს
03 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-17 სხდომა სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო
02 სექტემბერი 2018

დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-17 სხდომა სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R