საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 06 სექტემბერი 2018
სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გუშინ ჩვენ საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები დავამტკიცეთ. დღეს მინდა საზოგადოებას და დაზარალებულების ოჯახებს ანგარიში ჩავაბარო. სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომისიამ 80-მდე ახსნა-განმარტება მოვისმინეთ, საკმაოდ მოცულობითი მასალა შევისწავლეთ, სხდომაზე მოვიწვიეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები. ასევე მოვუსმინეთ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს,  ყოფილ მთავარ პროკურორს. საბოლოო ჯამში, შემიძლია ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მიერ დადგენილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და დასკვნა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დასკვნის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება კონკრეტული პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე გაამახვილა.

„ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ გამოიძიონ ეს დარღვევები და გააკეთონ დასკვნები, თუ რა ტიპის დანაშაულობები არის გამოკვეთილი კონკრეტული ადამიანების ქმედებებში თუ უმოქმედობაში. ჩვენ ასევე დავადგინეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა შსს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის მათ მიერ გაკეთებული განცხადებების და გადადგული ნაბიჯების გამო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ ყველაფერი გამოავლინა და დაადგინა. შესაბამისად, ის მანდატი, რომელიც ჩვენ გვქონდა - შეასრულა“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

მისივე განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული დასკვნა უკვე ძალაშია შესული და იგი ხელისუფლების მხრიდან შესრულებას ელოდება.

„დასკვნას არანაირი დამატებითი ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. ის იქნება წარდგენილი ბიუროზე და შემდგომ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დისკუსია გაიმართება“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგის დასასრულს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
10 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მსგავსი

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
05 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს
04 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს
03 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-17 სხდომა სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო
02 სექტემბერი 2018

დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-17 სხდომა სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R