საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 14 მაისი 2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა

14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“  ესტუმრა და შეხვედრა გამართა მის წარმომადგენელთან, კომპანიის დირექტორთან, გენადი ტაკიძესთან.

მათ განიხილეს საწარმოში მიმდინარე პრობლემები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.

შპს „ზუგო“ ფუნქციონირებს 2010 წლიდან.

კომპანიამ საწყის ეტაპზე დაიწყო მზა პროდუქციის (პოლიეთილენის პარკი და ერთჯერადი სამომხმარებლო პროდუქცია) იმპორტი და რეალიზაცია.

2013 წელს კომპანიამ შეიძინა პოლიეთილენის პარკების საწარმო, რათა შეექმნა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

2015 წელს კომპანიისათვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობდა პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში” (USAID WMTR II program), რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა ორგანიზაცია CENN.

აღნიშნული პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, კომპანიას გადაეცა პოლიეთილენის ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე დანადგარები, რომელთა დახმარებითაც კომპანიამ დაიწყო პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავების/წარმოების საქმიანობა.

ამ ეტაპზე კომპანიაში ყოველთვიურად გადამუშავდება 5-10 ტონა პოლიეთილენის ნარჩენი.

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის შემდეგ შპს ზუგომ შეძლო საწარმოო ხაზის გადაიარაღება და დაიწყო ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების საცდელი წარმოება, პარალელურად წარმოებულ პროდუქციაზე ავსტრიის შესაბამისი მასერტიფიცირებელი ორგანოზაციისგან მოიპოვა საერთაშორისო სერთიფიკატი და ამიერკავკასიაში პირველად დაიწყო სერტიფიცირებული ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება.

კომპანია მუდმივად ცდილობს მოერგოს ახალ რეალობებს, განვითარდეს, გაზარდოს ბიზნესის მასშტაბები და სამუშაო ადგილები.

თუმცა, ამჟამად არსებული სართაშორისო მძლავრი გამოწვევების წინაშე კომპანია ვერ შეძლებს გადარჩენას სახელმწიფო დახმარების გარეშე.

საქმე იმაშია, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსალოდნელია კონკურენციის ზრდა საერთაშორისო გიგანტ კომპანიებს შორის, რაც, ბუნებრივია, ჩაძირავს მცირე და საშუალო სიმძლავრის საწარმოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ საწარმომ გაუძლოს საერთაშორისო გამოწვევებს, აუცილებელია ბიზნესის წარმადობის და პროდუქციის მრავალფეროვნების რადიკალური ზრდა.

შესაბამისად, შპს ზუგო გეგმავს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების და პოლიეთილენის ნარჩენის გადამუშავების მნიშვნელოვან ზრდას არსებულ ტექნოლოგიურ ხაზებში სათანადო მანქანა დანადგარების დამატებით.

აღნიშნული კომპანიას მისცემს შესაძლებლობას ყოველთვიურად გადაამუშაოს 100-120 ტონა პოლიეთილენის ნარჩენები, აწარმოოს 150-170 ტონა ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პროდუქცია, დაასაქმოს დამატებით 20-30 ადამიანი (ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 56 თანამშრომელი) და თავისი წვლილი შეიტანოს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.

პროექტის განხორციელებისთვის (რაც თავისთავად ნიშნავს კომპანიის გადარჩენას) კომპანიას ესაჭიროება ტერიტორია ქალაქ ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც შეძლებს მოათავსოს საჭირო შენობა/ნაგებობები და გამართოს სრული საწარმოო ხაზი.

სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია ტერიტორიის და საწარმოო ხაზის (საჭირო შენობა/ნაგებობებით) ერთდროულად შეძენა. ამ ეტაპზე კომპანია ეძებს გზებს ზემოაღნიშული პროექტის განხორციელებისათვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან
07 სექტემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან

მსგავსი

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ
01 აგვისტო 2020

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20 მარტი 2020

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო
27 თებერვალი 2020

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო

ილია ნაკაშიძე სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო
27 თებერვალი 2020

ილია ნაკაშიძე სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R