საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „კონფლიქტიდან 25 წელი“

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ 26 სექტემბერი 2018
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „კონფლიქტიდან 25 წელი“

აფხაზეთის კონფლიქტის შეფასება ოცდახუთი წლის გადასახედიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა და ქართულ-აფხაზური სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა იყო დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემები. 

კონფერენცია პარლამენტში დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით გაიმართა.

„25 წლის წინათ დატრიალდა ეს ტრაგედია და ამ გადასახედიდან ქართველებიც და აფხაზებიც ვხედავთ რა მივიღეთ. ეს დიდი ტრაგედია იყო ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფოსთვისაც, როდესაც მას ტერიტორია ძალით ჩამოაჭრეს, დროებით რა თქმა უნდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აფხაზებიც სხვა რამეს ელოდნენ და სხვა რამე მიიღეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ კონფერენციის გახსნისას.

მან ყურადღება გაამახვილა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და განაცხადა: „აფხაზებს ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრების 3-4 ათასწლიანი გამოცდილება აქვთ, ქართველებზე ახლო მეგობარი მათ არ ჰყავთ, ქართველები უქმნიდნენ მათ ყველა პირობას, რომ მათ საარსებო სივრცე ჰქონოდათ, ერთად ჩამოვყალიბდით, როგორც ერები, ერთნაირი კულტურის, ერთნაირი მენტალიტეტის, ერთნაირი ხასიათისა და გარეგნობის მქონე ხალხი“.

სიმონ ნოზაძემ დღეს არსებული მდგომარეობის შეფასებისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში ურთულესი სიტუაციაა შექმნილი.

„აფხაზურ საზოგადოებაში იგრძნეს საფრთხე, რომ მათ იდენტობას, მათ ეროვნულ ცნობიერებას საფრთხე ექმნება. ისინი ვერ აკონტროლებენ საზღვარს, ვერც პოლიტიკას, ეკონომიკაც სხვა ხალხის ხელში გადადის ნელ-ნელა, ამ საფრთხეების წინაშე დგანან, მაშინ როდესაც ქართველები უზრუნველყოფდნენ მათ ეკონომიკურ განვითარებასაც, მათ განათლებასაც და არასდროს ეჭირათ თვალი მათ ქონებაზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მოკლე ისტორიული მიმოხილვის შემდეგ განაცხადა: „დგება დრო, როდესაც საჭიროა მომავალში გავიხედოთ და წარსულის უფრო სიღრმისეული შეფასებით დავგეგმოთ ის სტრატეგიული მიმართულება, რამაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან ამოგვიყვანოს. დღევანდელი შეხვედრა თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში“.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ თავის გამოსვლაში გულისტკივილით აღნიშნა, რომ აფხაზეთში შექმნილია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონფლიქტიდან 25 წლის განმავლობაში აფხაზეთში ვითარება არცერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა.

„ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო დიალოგი ამის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ამაში აფხაზები და სერიოზულად ვიმსჯელოთ შემოთავაზებული დიალოგის წარმოებაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
14 აგვისტო 2020

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

მსგავსი

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
26 თებერვალი 2020

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან
23 დეკემბერი 2019

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა
05 ივნისი 2019

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 მაისი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R