საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავენ

საპარლამენტო უმრავლესობა 13 ივლისი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავენ

13 - 14 ივლისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მართავენ გასვლით სამუშაო შეხვედრას თემაზე: „პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში: ამერიკული გამოცდილება“.

„ჩვენთვის საინტერესოა ამერიკული მოდელის გაცნობა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სწორედ ამერიკული მოდელის მიხედვით მოვახდენთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენას, რასაც უზრუნველყოფს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG). გვექნება საინტერესო დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა და როგორ წარიმართოს ეს პროცედურა“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მალე საქართველოს პარლამენტში დაიწყება ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროცესი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაქსიმალურად დასავლური სტანდარტების დაცვით დავამტკიცოთ მოსამართლეები. სწორედ ამ მიზნით ვეცნობით ამერიკულ გამოცდილებას, რაც ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება ამ პროცესის ღირსეულად წარმართვაში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და USAID/PROLoG-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს, აშშ-ში მიმდინარე წლის ივნისში  ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ.

პარლამენტის წევრები გაეცნობიან აშშ-ის უზენაესი სასამართლოსა და ფედერალური სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და დოკუმენტებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მსჯელობა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და ასევე, დეპუტატის როლზე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
07 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მსგავსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
06 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
21 თებერვალი 2021

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“
29 ივნისი 2020

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
16 იანვარი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R