საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელი სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ წარდგენილ ანგარიშს დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 10 დეკემბერი 2019
შოთა ხაბარელი სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ წარდგენილ ანგარიშს დაესწრო

სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ წარდგენილ ანგარიშს დაესწრო, რომელიც ეხებოდა 2018-2019 წლებში სამგორის გამგეობის მიერ შესრულებულ საქმიანობას და ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობას.

კახა სამხარაძის განცხადებით, 2018-2019 წლებში სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 300 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 12 659 834 ლარი გამოიყო. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზეც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა 30-40 წლის განმავლობაში არ მოწყობილა; დედაქალაქს შემოერთებულ ხუთ სოფელში მოწესრიგდა შიდა გზები, მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები და ფიტნეს ზონები, გარდა ამისა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნასაგურის ცენტრალურ გზას.

სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად აწესრიგებს მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც. სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყო და რეაბილიტირდა 96 მისამართზე. გარდა ამისა, რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო 34 სკვერი, ამჟამად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 38 სპორტული მოედანი; 59 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 385 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი; 113 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 68 მისამართზე ჩატარდა; რეაბილიტირდა და განახლდა 28 ლიფტი.
მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 26 ღონისძიება; საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 201 ოჯახს გადაეცა.

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 41 121 735 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახი კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და საკრებულოს წარმომადგენლები.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R