საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სიმონ ნოზაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ 30 Mar 2018
სიმონ ნოზაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა, სადაც ახალგაზრდებს პარლამენტის სტრუქტურა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„ჩემთვის ახალგაზრდებთან დისკუსია უაღრესად საინტერესოა, ამიტომ მხოლოდ პოლიტიკაზე და პარლამენტის მუშაობაზე არ გესაუბრებით. თქვენ უნდა შექმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, პირველ რიგში უნდა გიყვარდეთ და იამაყოთ, რომ ქართული გენის წარმომადგენლები ხართ“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

გენდერული კვოტირების საკითხზე საუბრისას, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, საქართველო მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ჯერ კიდევ 1918 წელს „საქართველოს ეროვნულ საბჭოში“ ქალები შეიყვანა. 

ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრი ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს შეეხო და ქართული მრეწველობის განვითარებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის თემას და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს ერთ-ერთი ჯილდოა ვიზის ლიბერალიზაცია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყანა მოწინავე ადგილზეა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვით და ეს კურსი კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

სტაჟიორებთან შეხვედრისას სიმონ ნოზაძემ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე, განათლების რეფორმაზე, დემოგრაფიულ პრობლემებზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ნარკოპოლიტიკის, დაგროვებითი პენსიის, ადამიანის უფლებების და სექსუალური უმცირესობების საკითხებზე, სტაჟიორებმა ფრაქციის თავმჯდომარის მოსაზრებები მოისმინეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
14 Aug 2020

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

მსგავსი

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
26 Feb 2020

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან
23 Dec 2019

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა
05 Jun 2019

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 May 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R