საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სიმონ ნოზაძემ ლევილის მამულში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

მაჟორიტარი დეპუტატები 18 სექტემბერი 2018
სიმონ ნოზაძემ ლევილის მამულში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში საქართველოს 1924 წლის ეროვნული აჯანყების 94-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

პარიზის ქართული სათვისტომოს მიერ გამართული ღონისძიების ფარგლებში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცნობილი მოღვაწის, ვიქტორ ნოზაძის დაბადებიდან 125 წლისთავიც აღნიშნეს და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს. როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, აჯანყების ტრაგიკული ფურცლის გახსენება ყოველთვის ამაღელვებელია.

„ჩვენი წინაპრების ტკივილიანი ისტორიის მქონე პატარა სოფელ ლევილში ორი ღირსშესანიშნავი მოვლენის მონაწილეობა უდიდესი ბედნიერებაა. 1924 წლის აჯანყება იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში და ამასთანავე, ეს იყო ყველაზე კარგად მომზადებული, ორგანიზებული სამხედრო გამოსვლა. რუსულმა სპეცსამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს გამოსვლა წარუმატებლად დასრულებულიყო. როცა არქივები გაიხსნა და არა ერთი დოკუმენტი გამოვლინდა, მათ შორის იყო დოკუმენტი, რომელიც 1924 წლის აჯანყებას ეძღვნება. ამის შედეგად, ბევრ რამეს აეხადა ფარდა. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება გაყიდული იყო, ის მაინც დაიწყეს. ბედნიერი ვარ, რომ შევიკრიბეთ ლევილის აწ უკვე ქართულ მამულში და აჯანყების მონაწილეებს 94-ჯერ მივაგეთ პატივი“, - მიმართა ღონისძიების მონაწილეებს დეპუტატმა.

ღონისძიებებს დევნილი მთავრობისა და მაშინდელი სხვადასხვა პარტიის წევრთა შთამომავლები, ახალი თაობის ემიგრანტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R