საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფო კილაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო

მაჟორიტარი დეპუტატები 24 აპრილი 2019
სოფო კილაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო

ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლეს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, სოფო კილაძემ და ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა. ღონისძიება ტრადიციულად ყოველ წელს, დეპუტატების ინიციატივით იმართება და მიზნად ისახავს ბავშვებში ერთმანეთის მიმართ თანადგომის და ტოლერანტობის გაძლიერებას, ისევე როგორც მოხალისეობისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის წახალისებას. 

საქველმოქმედო გამოფენა წარმოადგენდა პროექტ „ბავშვები ბავშვებისთვის“ ფინალურ აქტივობას და მასში ჩართული იყო ნაძალადევისა და ზღვის უბნის საჯარო სკოლების განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი სოციალურად დაუცველი თანატოლების დასახმარებლად, სპეციალურად გამოფენისთვის შექმნეს ნამუშევრები. 

სოფო კილაძე ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას მიესალმა და მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის. მან ასევე ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც პროექტს „ბავშვები ბავშვებისთვის“ უკვე მესამე წელია მოაქვს. „ამ პროექტით, არა მხოლოდ ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობას ვცდილობთ, არამედ უმთავრესად, ბავშვთა შორის თანადგომის, თანასწორობის და სიყვარულის გაზიარებას. მიხარია, რომ ყოველ მომდევნო წელს, ღონისძიებაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა დეპუტატმა. 

დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმაც. თამარ ტალიაშვილის თქმით, გადამდებია ის სიკეთე, რასაც თითოეული ბავშვი თანატოლების დასახმარებლად აკეთებს და მოხარულია, რომ თავადაც ამ პროექტის ნაწილია. 

საქველმოქმედო გამოფენა, ისევე როგორც სრული პროექტი, განხორციელდა ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ, მაჟორიტარულ ბიუროებთან თანამშრომლობით, თბილისის მერიის და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R