საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების\" განცხადება 2020 წლის 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე

დამოუკიდებელი დეპუტატები 09 მარტი 2020
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების\" განცხადება 2020 წლის 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე

2020 წლის 8 მარტს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად მიღწეულ იქნა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება.

კონსენსუსის მიღწევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს და აშშ-ის მისიის მოადგილის, ელიზაბეტ რუდის წვლილი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მიესალმება კონსენსუსის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის არჩევნებისათვის 120 პროპორციულ/30 მაჟორიტარულ მოდელს, 1%-იან ბარიერს პროპორციული მანდატებისათვის, საარჩევნო ოლქების გადანაწილებას +/- 15% სხვაობით და საერთო სულისკვეთებასა და ძალისხმევას, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეესკალაცია.

ფრაქცია აქვე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება ძირითადად პასუხობს მმართველი ძალისა და ოპოზიციური გაერთიანების მიერ მოთხოვნილ პოზიციებს.

სამწუხაროა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა - საყოველთაო სავალდებულო არჩევნების საკითხი - არ ყოფილა გათვალისწინებული არათუ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, არამედ ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების პროცესის არც ერთ ეტაპზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საყოველთაო სავალდებულო არჩევნები იქნებოდა უმნიშვნელოვანესი (1) პოლიტიკური სპექტრის რეალური დეპოლარიზაციისათვის; (2) არჩევნების შედეგებზე ფინანსურად ძლიერი პარტიების დაფინასების გავლენის შესამცირებლად; (3) არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის; (4) საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიის განსამტკიცებლად და (5) პარლამენტსა და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმისათვის.

მიუხედევად ზემოთაღნიშნულისა, საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსის მისაღწევად, წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზებისა და საქართველოს გრძელვადიანი პილიტიკური სტაბილურობისათვის, ჩვენ ხელს ვაწერთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას იმ პირობით, რომ სავალდებულო არჩევნების საკითხი გახდება კონსტიტუციური პროექტის გარშემო დაგეგმილი საჯარო განხილვების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
06 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა
05 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ
04 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
27 აგვისტო 2020

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
28 ივლისი 2020

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R