საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

ფრაქციები 09 სექტემბერი 2020
ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო-დამოუკიდებელი დეპუტატები“ მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კანონის დონეზე დაუწესდეს იგივე შეღავათები, რასაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა ეკუთვნის პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯამბულ ნაჭყებიას. ინიციატივის შესაბამისად დაწესდება სოციალური შეღავათები: 20%-იანი დანამატები პენსიონერებისა და სოციალური პაკეტის მიმღებებისათვის, სახელფასო დანამატები სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული კადრებისა და საჯარო სკოლებისა და კოლეჯების პედაგოგებისათვის. ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ყოველთვიურად 100 კვტ.სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%-ით ანაზღაურება, პირველი და მეორე ბავშვისათვის ყოველთვიური 100 ლარის დახმარება 1 წლის განმავლობაში, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში 200 ლარის ფულადი დახმარება. ასევე, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისათვის საგადასახაო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები.

ინიციატორის თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს დამატებითი შეღავათები 500 კმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის, რომლებიც იქ ცხოვრებით იცავენ ჩვენს სამშობლოს“.

მარიამ ჯაშის განმარტებით, მართალია მე-9 მოწვევის პარლამენტი ასრულებს მუშაობას, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება კანონპროექტის დაინიცირება და თუნდაც მე-10 მოწვევის პარლამენტში აღნიშნული ინიციატივის გადატანა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა
14 მაისი 2021

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

მსგავსი

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი
09 მარტი 2021

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

14 ოქტომბერი 2020

ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა
15 ივნისი 2020

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R