საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ფრაქციები 14 ოქტომბერი 2020

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის, თბილისის საკრებულოს წევრის ლევან დავითაშვილის და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდა, მან ასევე ისაუბრა რაგბის პოპულარიზაციასა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ N156 ბაგა-ბაღში ახალი რაგბის მოედანი გავხსენით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან ჩვენი ერთობლივი ინიციატივა შესრულდა. ეს მართლაც ისტორიული, ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდა. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახა გვანცელაძეს.

საბავშვო ბაღში რაგბის მოედნის არსებობა და სასწავლო პროცესის ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა ხელს შეუწყობს ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდას, რაგბის პოპულარიზაციას და ბავშვებს საშუალებას მისცემს ადრეულ ასაკში დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას, ასევე ბავშვებისთვის რაგბის ელემენტების შესასწავლად და უნარების ჩამოსაყალიბებლად იგეგმება პედაგოგთა გადამზადება. დარწმუნებული ვარ აქ, ამ მოედანზე გაიზრდებიან წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც მომავალში დიდ რაგბს ითამაშებენ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ყველა რეგიონს, რათა ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს რაგბის თამაშის თანაბარი შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე, ქ. თბილისის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი ხვიჩა ჩალაბაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა
14 მაისი 2021

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

მსგავსი

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი
09 მარტი 2021

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
09 სექტემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა
15 ივნისი 2020

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R