საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 30 აპრილი 2018
მამუკა მდინარაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკის განვითარების საკითხებზე, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებზე საუბარს დაეთმო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეები სასამართლო სისტემაში რეფორმების ახალი ტალღის მიმდინარეობას და გარემოს დაცვის მიმართულებით, ფრაქციის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ ფრაქცია მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე, რაც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს წარმოადგენს, აქტიურ მუშაობას და მხარდაჭერას აპირებს. ევროპელმა დიპლომატმა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დინამიკა დადებითად შეაფასა და ევროკავშირის მხრიდან დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, როგორც ფინანსურად ასევე გამოცდილების გაზიარების კუთხით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

„ევროკავშირის წარმომადგენელთან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური ურთიერთობა და მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება. აღინიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, რათა მან კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების თვითოეულ წევრზე დადებითად აისახება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
05 მარტი 2021

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“

მსგავსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
22 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
25 იანვარი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R