სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს გაეცნენ.
ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპელ სტუმრებს საკონსტიტუციო რეფორმასა და პარტიის პოლიტიკური განვითარების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე სამადაშვილმა ასამბლეის მონიტორებთან განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრებთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საინტერესო მსჯელობა გაიმართა.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ჰქონდეს სრული წარმოდგენა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმას, მართლმსაჯულების სისტემას და მასმედიაში შექმნილ ვითარებას და ჟურნალისტების უფლებების დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.