საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე 14 Jul 2017
სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა, რომლებიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დასასწრებად იმყოფებიან.

კატი პირთან, ედუარდ კუკანთან, რებეკა ჰარმსთან, არნე ლიეცსა და ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან კლერ მუდისთან გამართული შეხვედრის თემა ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები იყო.

საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებებს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„საუბარი გვქონდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საკონსტიტუციო რეფორმებზე და საპარლამენტო უმცირესობამ გააცნო თავიანთი მოსაზრებები განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური ჩიხი იყოს დაძლეული. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ გადაგმულ ნაბიჯებს ოკუპაციის კუთხით, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას და იმ გამოწვევებს, რომელსაც რუსეთი უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ.

შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ
13 Aug 2019

სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

მსგავსი

სერგი კაპანაძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
18 Jul 2019

სერგი კაპანაძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

სერგი კაპანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა
22 Nov 2018

სერგი კაპანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

სერგი კაპანაძე: „ევროპული საქართველო“ მუშაობას გააგრძელებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში
27 Jun 2018

სერგი კაპანაძე: „ევროპული საქართველო“ მუშაობას გააგრძელებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს
12 Apr 2018

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R