საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ 07 ნოემბერი 2018
სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები უზბეკეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს საქართველოში, შერზოდ ფაიზიევს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე ურთიერთობის გააქტიურებას და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს დაეთმო.

„უზბეკები დაინტერესებული არიან ჩვენი ქვეყნის გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, როგორიცაა ტურიზმი, ღვინის წარმოება, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები და სხვა. გამოითქვა სურვილი ერთობლივი საწარმოების შექმნის თაობაზეც, რაც უზბეკური პროდუქციის საქართველოში გადამუშავების შესაძლებლობებს გააჩენს, რომლებიც შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გავა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სიმონ ნოზაძემ.

როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისათვის“ თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, მათი ჯგუფი ტაშკენტსა და თბილისს შორის ავიაკავშირის დამყარების ინიციატივით გამოვიდა, რაც ბიძგის მიმცემი იქნება არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა საკმაოდ მცირეა - 80 მლნ აშშ დოლარი და ეს არის მესამედი იმ პოტენციალის, რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ. ავიაკავშირის განვითარება ბიძგს მისცემს რომ ეს პოტენციალი იყოს ათვისებული“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხით დაინტერესება უზბეკეთის მხარემაც გამოხატა. 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც განვითარდება და კიდევ უფრო გააქტიურდება.

სიმონ ნოზაძემ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში მოიწვია. 

საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საპარლამენტო კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო აქტიურს გახდის ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
14 აგვისტო 2020

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

მსგავსი

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
26 თებერვალი 2020

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან
23 დეკემბერი 2019

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა
05 ივნისი 2019

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 მაისი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R