საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ 21 ნოემბერი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს განათლების სისტემისა და მასში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

ახალგაზრდები 10 დეკემბრის სტუდენტური კონფერენციისთვის ემზადებიან, სადაც ახალგაზრდული პარლამენტის თითოეული კომიტეტი წარმოადგენს რეკომენდაციებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა კონფერენციისთვის სარეკომენდაციოდ ორი საკითხი მოამზადეს და პარლამენტის წევრთან, სიმონ ნოზაძესთან ერთად იმსჯელეს თითოეულ მათგანზე.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაცია და რეპეტიტორის ინსტიტუტის გაუქმება, რაც თავისთავად დაკავშირებულია სკოლაში სწავლის ხარისხის ამაღლებასთან. მეორე მიმართულება კი, რასაც ისინი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ეხება დიფერენცირებულ სწავლებას. მათი აზრით სასურველი იქნება IX-XII კლასებში დაინერგოს დიფერენცირებული სწავლების მეთოდი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო და საჭირო საგნები მეტი დატვირთვით მოამზადონ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე განათლების პრობლემებს, სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლების კვალიფიკაციას, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობებს და სხვა საკითხებს.

პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ ახალგაზრდებს მოუწონა განათლების საკითხებისადმი გამოხატული ინტერესი, მოსაზრებები გამოთქვა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა საკონფერენციოდ მოსამზადებელი თემის არჩევანი ახალგაზრდებს დაუტოვა.

„მე მივესალმები თქვენს ამ გადაწყვეტილებას იფიქროთ და იზრუნოთ საშუალო განათლების საკითხებზე და პრობლემებზე. სასიხარულოა, რომ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს. თქვენ მიერ დასმული ორივე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ვფიქრობ, უმჯობესია იმსჯელოთ და თვითონ გადაწყვიტოთ რომელი მათგანის გატანა იქნება უფრო მნიშვნელოვანი 10 დეკემბერს კონფერენციაზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
14 აგვისტო 2020

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

მსგავსი

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
26 თებერვალი 2020

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან
23 დეკემბერი 2019

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა
05 ივნისი 2019

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 მაისი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R