საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 14 ივლისს გაიმართება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 13 ივლისი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 14 ივლისს გაიმართება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრული იყო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების განხილვა, რომელიც ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომაზე განაცხადა - "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, ჯერჯერობით პროვაიდერებსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის არის, რომ განხილვა დღეს გადაიდოს და 14 ივლისს განვიხილოთ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი. ასეთი შეხვედრა შედგა შაბათს და ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის“.

კანონპროექტის განხილვა კომიტეტმა პარასკევს, 10 ივლისის სხდომაზე დაიწყო, სადაც მომხსენებელმა, საქართველოს კომუნიკაციები მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა ცვლილების არსზე ისაუბრა. 

კანონპროექტის მიხედვით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით არსებული ყველა სანქციის გამოყენების შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეძლევა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი, რაც მომხსენებლის განმარტებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად.

მრავალსაათიანი და მწვავე განხილვის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეწყდა და 11 ივლისს, მარეგულირებელსა და ოპერატორებს დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს წინა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს:

  • პარლამენტის წევრის, რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს;
  • პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, გურამ მაჭარაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი გაჩეჩილაძისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  • ასევე, პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივას „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტს თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა
17 მაისი 2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

მსგავსი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
17 მაისი 2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
13 მაისი 2021

დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
29 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
28 აპრილი 2021

მიხეილ სარჯველაძემ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R