საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 17 მაისი 2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ“ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული დარგის ექსპერტები, მათ შორის, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები, ბიზნესსექტორის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თბილისის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.

დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც ჰქონდათ.

„ვფიქრობ, რომ ეს დარგი და ეს სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სექტორი, რომელიც საჭიროებს, რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება, მეტი დრო დავუთმოთ. ზუსტად ამის გათვალისწინებით მიიჩნია კომიტეტმა, რომ ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი საბჭო, სადაც პარლამენტში, კომიტეტში შემოსული ინიციატივების ამ ფორმატში განხილვის გარდა, შესაძლებელი იქნება, რომ ასევე განვიხილოთ ის გამოწვევები, რასაც თქვენ, ამ დარგის სპეციალისტები ხედავთ სექტორთან მიმართებაში. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ სად, რისი გაუმჯობესება შეიძლება, რა ინიციატივები შეიძლება წამოვწიოთ წინ და თუ ყველა ერთხმად მივიჩნევთ, რომ ესა თუ ის ინიციატივა მიზანშეწონილია და სექტორის განვითარებასაც ხელს შეუწყობს, კომიტეტი მის დაინიცირებაზეც იფიქრებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს ამა თუ იმ პერიოდისათვის აღნიშნულ სფეროში აქტუალურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება დარგის და სექტორის განვითარებისათვის, დეტალურად შეაჯერებს წინადადებებს და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივადაც აქცევს. შესაბამისად, სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელი სხდომაზე განსახილველ საკითხად კი განისაზღვრა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სფეროს რეგულაციებს უკავშირდება და რომლებიც პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ უკვე ინიცირებულია. კერძოდ,

საბჭომ განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელთა მიზანია უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების გამო ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დარჩენილი ობიექტებით გამოწვეული პრობლემური საკითხების დარეგულირება.

პრობლემის არსზე და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს წევრებს ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გააცნო.

განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და სპეციალისტთა მხრიდან მრავალი საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა.

სხდომის მონაწილეთა ერთობლივი მოსაზრება იყო, რომ პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს.

შესაბამისად, შეთანხმდნენ, რომ ცალკეული დეტალების დაზუსტების და შესაბამისი პროცედურების გაწერის მიზნით, უპრიანი იქნება, თუკი სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრის დროს, საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, კანონპროექტების საკომიტეტო განხილვების პროცესებს უდავოდ ხელს შეუწყობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R