საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძემ, დავით ზალკალიანმა და ბექა ოდიშარიამ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

თავმჯდომარე 30 ნოემბერი 2020
არჩილ თალაკვაძემ, დავით ზალკალიანმა და ბექა ოდიშარიამ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
2020 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ონლაინ შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.


დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლად არჩეული პარლამენტის და მთავრობის სამომავლო გეგმებზე, რომლის ძირითად მიმართულებას ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და განვითარება წარმოადგენს, რაც დადასტურდა ავტორიტეტული საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზებსა და დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ონლაინ ფორმატში კვალაც გაგძრელდება სამუშო შეხვედრები, ვინაიდან, მსოფლოში გავრცელებული პანდემიის გამო, ამ ეტაპზე სახელმწიფოს წარმომადგენლები მოკლებული არიან შესაძლებლობას გამართონ უშუალო შეხვედრები დიასპორასთან მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, კერძოდ ისაუბრა სახლემწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებთან ისაუბრა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიაზე, კერძოდ სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე, რომელსაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციებისა და თანამემამულეების მხარდასაჭერად.

მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებით პროგრამებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფას საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ისტრუმენტებით.

მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო გასაჭირში მყოფი ემიგრანტების პრობლემების დასაძლევად გაწეული თანადგომისთვის.

შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის, რაც მიზნად ისახავს მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორიცილებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივებისა და სიახლეების განხორციელებას.

უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც გამოჩენილ იქნა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით. მათ, ასევე, აღნიშნეს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროექტის დადებითი მნიშვნელობის შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დიაპორის წარმომადგენლებთან პანდემიით გამოწვეული დისტანციური ხასიათის შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში რეგულარულად იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R