საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

თავმჯდომარე 19 მაისი 2021
კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

„მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, საუბრის თემები, ასევე, იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო, ერთიანი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა.

„მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის იქნება ეს ავღანეთი თუ სხვა ფორმატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც იქნება შემდეგი სამიტის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა და ის სიახლეები, რომელსაც საქართველო ამ სამიტზე ელოდება. ჩვენ ვითხოვთ წევრობას, ეს მიღწეული იქნება მაპით, მაპის გარეშე, რაც ასევე შესაძლებელია, თუ სხვა გზებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, - განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R