საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი: ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში

თავმჯდომარე 05 ივლისი 2016
დავით უსუფაშვილი: ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში

“ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის პროცესში ეუთოს პრინციპებითა და პრიორიტეტებით ხელმძღვანელობაა საჭირო.

„ბუნებრივია, აქ შიდა ნაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო მაშინ გახდება პატივცემული მოთამაშე და მონაწილე, როდესაც ჩვენ ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე, ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია დამკვიდრებული წესებისა და პრინციპების მიხედვით მოქმედება და მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეა თბილისში იმართება, აქ ეუთოს პრაქტიკა მოქმედებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მას ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდა ლიბერალ-დემოკრატიულ ჯგუფთან.

„ვმონაწილეობდი ლიბერალ დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი წლის განმავლობაში უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ასამბლეის ავსტრიელი ვიცეპრეზიდენტი და ეს იქნება კარგი ეუთოსთვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვის. ამასთანავე, მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად, ბატონი გიგი წერეთელი, ამის გამო, იმედი მაქვს, რომ მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგები არ მოახდენენ ისეთი ფრაზეოლოგიით თავისი განწყობის გამოხატვას, რომელიც დააზარალებს საქართველოს, რომელიც არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთოსთან და იმედია, არ იქნება ისეთი კომენტარები, რომელიც მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმე არასწორ ქმედებებში. ამიტომ, მე ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს, თუ გაიმარჯვებს ვინმე სხვა კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ეუთოსთან და მის საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვეულებრივი, ცივილური ფორმით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 მაისი 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R