საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი - პარლამენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას

თავმჯდომარე 20 ივლისი 2016
 დავით უსუფაშვილი - პარლამენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას

პარლამენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას სრული დატვირთვით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სექტემბრის პირველ სამშაბათს, 6 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება საშემოდგომო სესია, ხოლო 7 სექტემბერს, ოთხშაბათს გაიმართება პლენარული სხდომა. მანამდე კი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, იმ კანონპროექტებზე, რომლის საბოლოო მიღება ვერ მოესწრო საგაზაფხულო სესიის ფარგლებში და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის კომიტეტებში გაგრძელდება მუშაობა.

„დღეს გვაქვს ბიუროს სხდომა. მინდა პირველ რიგში სიცხადე შევიტანოთ საკითხში იმის შესახებ, თუ რა რეჟიმში მუშაობს პარლამენტი, რა გვაქვს წინ, როგორ ვგეგმავთ ჩვენ საქმიანობის გაგრძელებას და დასრულებას. იმიტომ, რომ საგაზაფხულო სესიის დამთავრებასთან ერთად არ დასრულებულა ჩვენი საქმიანობა. ახლა, მოგეხსენებათ, ვიმყოფებით საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებს შუა პერიოდში, ანუ, პლენარული სხდომები არ ტარდება, დანარჩენი ძალიან ბევრი მიმართულებით, პარლამენტის წევრები, კომიტეტები აგრძელებენ მუშაობას.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი შემდეგი პლენარული სხდომა გაიმართება სექტემბრის დასაწყისში. 6 სექტემბერს, სამშაბათს, ჩვენ ბიუროს სხდომით გავხსნით საშემოდგომო სესიას, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ჩვენი რეგლამენტი. 7 სექტემბერს, ოთხშაბათს, გავმართავთ პლენარულ სხდომას. ეს ჩვენ გვევალება ისევ და ისევ კანონით და ჩვენი რეგლამენტით. 7 სექტემბერი, ოთხშაბათი, სხდომა არის სავალდებულო.

რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, უკვე 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ, როდესაც პარლამენტი, როგორც წესი არ მუშაობს პლენარული სხდომების რეჟიმში, თუ პლენარული სხდომა არ იქნა მოწვეული პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით ან პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედის ინიციატივით. ასე რომ, ჩვენ, შემდგომი სხდომები, 7 სექტემბრის შემდეგ, გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ, ან მე ან პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედი.

ამის თაობაზე ჩვენ სექტემბრის დასაწყისში ჩამოვყალიბდებით, ალბათ სადღაც 4-5 სექტემბრამდე. თუ საპარლამენტო ჯგუფებს ექნებათ სურვილი და საქმეები გასაგრძელებლად, მეტყვიან. თუ მე ჩემი მოსაზრება მექნება, მოგახსენებთ.

შემდეგ, ჩვენ არჩევნებამდე, ანუ 8 ოქტომრამდე ვართ სრულფასოვანი პარლამენტი სრულფასოვანი უფლებამოსილებით და ვიმუშავებთ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საჭიროება. რაც შეეხება 8 ოქტომბრის შემდეგ, ახალი პარლამენტის შეკრებამდე, ჩვენ ვრჩებით პარლამენტი, პარლამენტის წევრებს უნარჩუნდებათ პარლამენტის წევრის სტატუსი, მაგრამ პარლამენტის სხდომები აღარ იმართება და პარლამენტს აღარ აქვს უფლებამოსილება საკანონმდებლო საქმიანობის, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. 8 ოქტომბრის შემდეგ, ახალი პარლამენტის შეკრებამდე ჩვენ შევიკრიბებით თუ იქნება საჭიროება საგანგებო მდგომარეობის, სამხედრო ძალების გამოყენების, პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების და სხვა საკითხები, რომელიც ზუსტადაა ჩამოთვლილი საქართველოს კონსტიტუციით. ასე რომ, 8 ოქტომრიდან, უკვე ამ რეჟიმში გადავალთ, ხოლო არჩევნების შემდგომ შეკრებილი პარლამენტი შეკრების დღიდან უკვე გადაიბარებს პარლამენტის ყველა ფუნქციას.

ამ განმარტების გაკეთება იმიტომ მინდა, რომ ჩვენ ყველამ უკეთ დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა, საზოგადობაც საქმის კურსში იყოს, რომ პარლამენტი არსებობს, ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი უკვე საარჩევნო რეჟიმში ვართ გადართული ან გადავერთვებით მალე. პარლამენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას სრული დატვირთვით, პარლამენტის აპარატის წევრებიც აგერ ბრძანდებით. რიგგარეშე სხდომის თაობაზე ჩემთან არ მოსულა არანაირი შეტყობინება არც ერთი მხრიდან. ასე, რომ 7 სექტემბრამდე პარლამენტის სხდომა მოსალოდნელი არ არის თუ არ გვაიძულა რაიმე საგანგებო მდგომარეობამ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 მაისი 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R