საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი: „ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინსპექციის ეფექტური მუშაობა“

პარლამენტარები 11 Nov 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი: „ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინსპექციის ეფექტური მუშაობა“

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დაინტერესებულ მხარეებთან მეოთხე საჯარო შეხვედრა გამართეს, რომელზეც დისკუსიის მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულებისა და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმებია. დისკუსია კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა გახსნეს.

შეხვედრას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, პროფესიული კავშირების გაერთიანების, ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციის, შრომის ინსპექციის, ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. 

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, შრომის კოდექსის რეფორმირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კანონის აღსრულება უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ, ცვლილებებთან ერთად შრომის ინსპექციის ინსტიტუტის რეფორმირების საკითხიც განიხილება. 

„ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციები, რომ ეს კანონი იყოს აღსრულებადი და არ იყოს უბრალოდ ფარატინა ქაღალდი. ამისთვის არის აუცილებელი შრომის ინსპექციის სრულფასოვანი ფორმირება. ინსპექცია იმუშავებს როგორც შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე - შრომითი უფლებების საკითხებზეც. ჩვენი მიზანია, შრომის ინსპექცია სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდეს ბიზნესისთვის და დასაქმებულებისთვის. ასევე, შრომის ინსპექციის ფუნქცია იქნება კონსულტაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც“, - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

შრომის კოდექსში ცვლილებების საჯარო განხილვას ემხრობა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების უფროსიც. ვინსენტ რეი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან უნდა დაახლოვდეს. 

„ეს დისკუსია მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს კერძო სექტორს, მთავრობას, კანონმდებლებს. ისინი ერთად განიხილავენ, როგორ გახადონ ქართული კანონმდებლობა უფრო მოდერნიზებული და ეს პროგრესულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შრომის კოდექსის რეფორმირების საუკეთესო გზა ვიპოვოთ. გენდერული, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხების რეგულირებაში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ.
 
შრომის კოდექსის რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსიას ესწრებოდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსიც. ბექა ფერაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რაც კანონის აღსრულების გარანტია. 

„წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს შრომის ინსპექციის მანდატს, როგორი უნდა იყოს აღსრულების მექანიზმები და რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი ეს ინსტიტუტი. შრომის ინსპექცია გულისხმობს როგორც უსაფრთხოებას, ასევე - შრომით უფლებებსაც. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, შეიქმნება რეგიონული ოფისები, რაც კანონის აღსრულების საწინდარია. ასევე, კანონის პროპორციულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს თანამშრომლების რაოდენობრივი ზრდაც“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა მოხდა 2015 წელს, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 May 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 Oct 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 Sep 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 Sep 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 Aug 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R