საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

პარლამენტარები 24 სექტემბერი 2020
ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში და არ გვექნება ლეტალური შემთხვევების ზრდა“, - ამის შესახებ ლევან კობერიძემ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც ჯანდაცვის სექტორს მალე დაუდგება, ეს არის სეზონური გრიპების პერიოდის მოახლოება და კოვიდ 19-ის ვირუსთან მისი ზედდება, რაც შესაძლოა ჩვენი მოსახლეობის ძალიან მძიმე პრობლემად გადაიქცეს.

„ამ ვირუსებს ახასიათებს ერთნაირი სიმპტომატიკა, მსგავსი გამოვლინებები და შესაბამისად, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორში არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია მოხდეს პაციენტების ნაკადების აღრევა, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა ჯანდაცვის ექსპერტებთან, სადაც გამოითქვა მოსაზრებები და წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინების რაოდენობა, დაახლოებით 135 ათას ვაქცინამდე, რომელიც დღეს არის საქართველოში შემოტანილი, არანაირად არ არის საკმარისი ისეთი რისკ-ჯგუფების ვაქცინაციისთვის, როგორებიც არიან ექიმები, პედაგოგები, პოლიციის თანამშრომლები და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციის სახით მივმართოთ და შევთავაზოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იზრუნოს იმაზე, რომ დამატებით მოხდეს ქვეყანაში ერთი მხრივ, სეზონური გრიპის ვაქცინების შემოტანა და მეორე მხრივ, ახლავე დაიწყოს აქტიური აგიტაცია მოსახლეობასთან ამ ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან არის გარკვეული ეჭვი და მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ჯგუფები შეეცდებიან ვაქცინასთან დაკავშირებით დაიწყოს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ეს „ბოროტებაა“ ადამიანებისთვის. პირიქით, ახლა ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქაღტველოში და არ გვექნება ლეტალური შემთხვევების ზრდა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა
28 ივლისი 2020

ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R