საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი: ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ

პარლამენტარები 05 ნოემბერი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი: ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები დაინტერესებულ მხარეებთან მესამე საჯარო შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარებს და მხარეები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციასა და კონსულტაციის მექანიზმებთან დაკავშირებულ ნორმებს განიხილავენ.

კანონპროექტის ინიციატორები საჯარო შეხვედრებს განხილვებში მხარეთა ფართო მონაწილეობის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობისა და მათი პოზიციების მაქსიმალური დაახლოების მიზნით მართავენ.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სამუშაო შეხვედრას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებიან.

როგორც შრომის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც ჩამოაყალიბებს შრომით კულტურასა და მექანიზმს შრომითი ურთიერთობების ეფექტურად სამართავად. მისივე თქმით, ბიზნესის ნაწილი პოზიტიურადაა განწყობილი და ემხრობა შრომის კოდექსის რეფორმას.

„არ არსებობს ცალსახა, ერთიანი პოზიცია. ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ. ის, რომ რეგულაციები ადრე თუ გვიან დაინერგება, ამაზე ბიზნესთან ვთანხმდებით. საჭიროა, რომ იყოს პროგნოზირებადი გარემო, ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები. ეს უკავშირდება ახალი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ბიზნესი, რომელიც საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამ რეგულაციებს,“ - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ანალოგიური პოზიცია აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესაც. ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, შრომის კოდექსის რეფორმას ემხრობა. მისივე თქმით, აბსურდულია ის მოსაზრება, თითქოს რეფორმა ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის.

„ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით. მხოლოდ სიდუხჭირის კი არა, უუფლებობის გამოც გარბიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. იკითხეთ თქვენს გარშემო, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა, რას ნიშნავს სამუშაო დრო, შვებულების არქონა? როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია. ეს შრომის კოდექსი გამოასწორებს ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე,“ - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე საჯარო შეხვედრა. პარალელურად, კანონპროექტის ინიციატორები მუხლობრივად განიხილავენ დოკუმენტს ბიზნესასოციაციების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R