საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ახალი ინიციატივა წარადგინა

პარლამენტარები 03 ივნისი 2020
ეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ახალი ინიციატივა წარადგინა

„ცვლილებები უნდა შეეხოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და შეიცვალოს ის პროცედურა, რომელიც ბოლო ცვლილებებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ახალი ინიციატივა წარადგინა.

ინიცირებული კანონპროექტით:

  1. იუსტიციის საბჭოს ვალდებულება იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება მოსამართლეობის ვაკანტურ პოზიციაზე, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი და ეს არის ფორმალური პირობები და ყველა ასეთი კანდიდატი დასაბუთებული გადაწყვეტილებით და კენჭისყრით წარუდგინოს პარლამენტს;
  2. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული;
  3. უარის თქმის შემთხვევაში, კანდიდატს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება.

ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარი პრინციპი არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს. ე.წ. გრძელი სიის პრინციპით წარედგინება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს მეტი კანდიდატის განხილვის შესაძლებლობა ექნება, რომ მათ შორის ამორჩეული იყოს საუკეთესო.

„ჩემ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტით, ასევე იცვლება არსებული მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ნახეთ იურიდიულ კომიტეტზე მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის დროს. ეს პროცედურა არ იქნება დამოკიდებული კომიტეტის თავმჯდომარის ან კომიტეტის უმრავლესობის ნება-სურვილზე. ეს პროცედურა წინასწარ იქნება გაწერილი კანონში, რეგლამენტში და დადგენილი პროცედურით მოხდება ყველა კანდიდატის მოსმენა, კითხვების დასმა, მისი ბიოგრაფიული მონაცემების განხილვა. წინასწარ იქნება ასევე გაწერილი გადაწყვეტილების მიღების წესი, მათ შორის, ისიც, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც უნდა მოისმინონ, რაც დასკვნაში უნდა იყოს ასახული“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ახალი ინიციატივის წარდგენის მიზნებზე საუბრისას, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა, მის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციაში, ძალიან კრიტიკული განცხადება გააკეთა და კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ძალიან ცუდი ცვლილებებით, რომლითაც არ იყო გაზიარებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართა ცუდად.

„ასევე შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩოს, ევროკავშირისა და ეუთო/ოდირის შეფასებებით და დასკვნებით ნეგატიურად შეფასდა პროცესი, რომელიც წარმართა საქართველოს პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და გაკრიტიკებული იქნება, როგორც მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ასევე კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა ბოლოს საერთო სასამართლოების შესახებ და ეხებოდა მოსამართლეების არჩევის წესს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამ კრიტიკის შემდგომ, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია უნდა დაფიქრებულიყო და გაეანალიზებინა, რომ აუცილებელი იყო ახალი ცვლილებები, რომლითაც გაზიარებული იქნებოდა ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროფესიული რეკომენდაციები.

„რადგან მათ მიერ არ მოხდა ახალი ინიციატივის შემოტანა, მე მეორედ ვაყენებ პარლამენტს და პარლამენტის უმრავლესობას ამ ფაქტის წინაშე და ვთავაზობ იმ კანონპროექტის მცირედ რედაქტირებულ ვერსიას, რაც ჩემ მიერ ერთხელ უკვე ინიცირებული იყო და პარლამენტის უმრავლესობამ ის ჩააგდო.

კანონპროექტში გათვალისწინებულია, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოში მომუშავე პროფესიულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მათ დაეგზავნათ ეს კანონპროექტი და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები ასახულია ახალ ინიციატივაში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესის გამო უდიდესი პოლიტიკური ზიანი მიიღო და ინიცირებული კანონპროექტით კი, მას ეძლევა შანსი შეცვალოს ცუდი პროცედურა, ცუდი კანონი და მიიღოს ახალი წესები, რომლითაც მომავალში დაზღვეული იქნება ის რისკები, რომელმაც სასამართლოს რეპუტაცია დააზიანა.

„მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არ არის ის პროცესი, რომელიც უკვე დასრულდა და ხელი გვაქვს ჩაქნეული. ეს არის მუდმივი ბრძოლის და მუდმივი ჩვენი ძალისხმევის მთავარი მიზანი. ეს არის მიზანი, რომლისთვისაც მე ვაგრძელებ ჩემს აქტიურობას როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ან ამ მოწვევის პარლამენტმა, ან შემდეგ, ახალმა პარლამენტმა ეს ახალი ცვლილებები მიიღოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R