საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პროფესიული წრეების წარმომადგენლებს გააცნო

პარლამენტარები 17 თებერვალი 2020
ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პროფესიული წრეების წარმომადგენლებს გააცნო

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ეკა ბესელიას ორგანიზებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის მეორე რაუნდი გაიმართა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, საკანონმდებლო ინიციატივა, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და წარმომადგენლებს წარუდგინა. 

„ეს არის მეორე შეხვედრა პროფესიულ წრეებთან. ინიციატივა ეხება მოსამართლეთა არჩევის წესებს, რომელიც უნდა შეიცვალოს. წესს, რომელიც დაადგინა პარლამენტმა, მოჰყვა ძალიან კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ეუთო/ოდირის, ექსპერტების. მათი მოწოდება იყო, რომ შეიცვალოს ცუდი ჩანაწერები და იყოს გაზიარებული საერთაშორისო რეკომენდაციები პარლამენტის მიერ. ამ მიზანს ემსახურება ეს პროექტი და მასში იქნება ასახული ყველა რეკომენდაცია რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას, რომ იმ პროცესის შემდეგ, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მართლმსაჯულების რეპუტაციას და სანდოობას და შევცვალოთ ჩანაწერი, რომელიც დღეს კანონში არის. ამით დავაზღვევთ იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს არასწორი პროცედურების გამო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევას“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს და კრიტერიუმებს ეხება და ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კარგ პრაქტიკას და შესაბამისად, ეკა ბესელიას თქმით, წარმოდგენილ ინიციატივაში ყველა შესაძლო რისკია დაზღვეული. 

„ჩვენს ვერსიაში არის შემოთავაზება, სადაც დაზღვეულია რისკები და იუსტიციის საბჭოს აქვს მხოლოდ ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციაში წერია. დანარჩენი გადასაწყვეტია პარლამენტში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ცვლილებების თანხმად, პარლამენტში მოხვდება ყველა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, იუსტიციის საბჭო უჭერს თუ არა მათ მხარს. შემდეგი პროცედურა შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე პროცესს, რომელიც ეკა ბესელიას განცხადებით, ეუთო/ ოდირმა თავის დასკვნაში გააკრიტიკა. „ეს არ უნდა იყოს თვითნებური პროცესი, არამედ უნდა იყოს გაწერილი და გამართული პროცედურები“, - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მისივე თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილება შეეხება კვორუმის საკითხს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ იუსტიციის არამოსამართლე წევრების ხმებიც იყოს დაცული.

„ასე რომ ყველა ის ხარვეზი, რაც დაუტოვა მმართველმა პარტიამ იუსტიციის საბჭოს ამ კანონში, ჩვენს ინიციატივაში იქნება გასწორებული და ხელახლა მოხდება ამ კანონპროექტის წარდგენა ჩვენს მიერ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის განცხადებით, ახალი ინიციატივის პრინციპები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მისაღებია. პროექტში ასევე აისახება იდეები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გააჟღერეს. მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, საბოლოო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან შედგება, რის შემდეგაც, ახალი ინიციატივა პარლამენტში ერთობლივად იქნება ინიცირებული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R