საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელია: რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც განსაკურებით ცდება კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებს, საპარლამეტო ოპოზიციის სტატუსს აუარესებს

პარლამენტარები 08 Jun 2020
ეკა ბესელია: რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც განსაკურებით ცდება კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებს, საპარლამეტო ოპოზიციის სტატუსს აუარესებს

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებ მეც, ამ პოზიციაზეა ჩემი რამდენიმე კოლეგაც, და იმედია, სხვა კოლეგებიც კარგად გაიაზრებენ ამ ცვლილებების შინაარსს, ნეგატიურ მხარეს და შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა არ მიიღონ ასეთი ცვლილებები, რადგან ის ბევრად უფრო ფართო შინაარსისაა, ვიდრე კონსტიტუციიდან გამომდინარე აუცილებელი ცვლილებები.

„თავისთავად ცხადია, რომ რეგლამენტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ქვეყნის ძირითად კანონთან, მაგრამ ამ პროექტში არის არამხოლოდ ისეთი ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარეა, არამედ არის ისეთი ცვლილებებიც, რომელიც ეხება სხვა საკითხებს, კერძოდ: აშკარად ჩანს, რომ ამ ცვლილებებით პარლამენტში ოპოზიციის როლი სუსტდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს დამოუკიდებელი დეპუტატების როლის შემცირება, მათი როლის უფრო მეტად დაკნინება, რაც ისედაც პრობლემაა მოქმედი კანონმდებლობით“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა.

ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ახლოს არის და წინასწარ არავინ იცის ვინ აღმოჩნდება ოპოზიციაში და ვინ ხელისუფლებაში. მისივე თქმით, ეს საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

„ამიტომ ვურჩევ უმრავლესობას, რომ როდესაც ის ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას და უმრავლესობის კიდევ უფრო გაძლიერებას, იფიქრონ იმაზე, რომ თვითონ აღმოჩნდებიან ოპოზიციის როლში. მე არ მინდა ვნახო პარლამენტში დასუსტებული ოპოზიცია იმიტომ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტის სიძლიერე და მისი დემოკრატიულობა გადის, მათ შორის, ოპოზიციური და უმცირესობის ჯგუფების უფლებების დაცვაზე და არც ერთი პარლამენტი არ არის კარგი, ძლიერი და სამაგალითო, რომელიც ასუსტებს ოპოზიციას და არაპროპორციულად აძლიერებს უმრავლესობას“, - აღნიშნა დამოუკიდებელი პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით, დამოუკიდებელი დეპუტატების გამოსვლის დრო, რაც ისედაც მცირეა, კიდევ უფრო მცირდება, რასაც კონსტიტუცია არ ითხოვს. ასევე, იზღუდება ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც შეიძლება პარლამენტში მოხვდნენ, როგორც საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი დეპუტატები, ასევე სხვადასხვა პარტიის სახელით შემოსული დეპუტატები.

„ცვლილებებით, ფრაქცია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არჩეული დეპუტატების მიერ კომპლექტდება. ეს ხელს უშლის ფრაქციებად ჩამოყალიბებას ანუ პოლიტიკური ჯგუფების გამსხვილებას და გამოჩენას პარლამენტში, რაც აბსოლუტურად უსამართლოა და ამას კონსტიტუცია არ ამბობს. ასევე, ხელი ეშლება საინიციატივო ჯგუფების მიერ არჩეული დეპუტატების გაერთიანებას რომელიმე ფრაქციაში, რაც აიძულებს მათ დარჩნენ დამოუკიდებლ დეპუტატებად, მაშინ როდესაც შეიძლება ჰქონდეთ შანსი, რომ ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ჯგუფი. ასეთ შეზღუდვები არის ხელოვნური ბარიერების აღმართვა პარლამენტის წევრებისთვის, რომ მათ არ გამოიყენო ეფექტიანად საპარლამენტო ტრიბუნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტით უქმდება ის კვოტა, რომელიც აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს აქვთ იმისთვის, რომ მათ ჰყავდეთ პარლამენტის სპიკერატში თავიანთი წარმომადგენელი.

„ამ გაუქმების უკან დგას მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფრთხე. არ შეიძლება ასეთი გაუაზრებელი, პოლიტიკურად მოუმწიფებელი საკითხების ასე ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტა იმიტომ, რომ ამ ჩანაწერს, რომელიც ბევრი წელია ამ პარლამენტში არსებობს, აქვს თავისი პოლიტიკური შინაარსი. ეს არის აფხაზეთის და აჭარის ავტონომიების განსაკუთრებული სტატუსის ხაზგასმა. ამიტომ, ამას ცოტა ფრთხილად უნდა მოეკიდონ და მიმაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები, რომლის ახსნა მხოლოდ ის არის, რომ ამით თითქოს ხარჯებს ზოგავენ, არასერიოზულია. სხვა რამით შეიძლება დაიზოგოს ხარჯები და არა პოლიტიკურად მგრძნობიარე ასეთი საკითხებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, მთლიანობაში ეს ცვლილებები არის საპარლამეტო ოპოზიციის სტატუსის გაურესება.

„ეს არის არათანაბარი, არაპროპორციული და უსამართლო გადანაწილება საპარლამენტო მექანიზმების, რაც კიდევ უფრო მეტად ასუსტებს პარლამენტს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 May 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 Oct 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 Sep 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 Sep 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 Aug 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R