საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი 13 იანვარი 2020
გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ  სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი ვოლსკიმ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გაიხსენა, რომელიც  სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მასობრივი ძალადობისკენ მოწოდებასა და მასში მონაწილეობას, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხებას გულისხმობს და განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა. 

„ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას."

გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არა მარტო „ნაცმოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას, კოორდინირებული მოქმედებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე გაკეთებულ შეფასებებზე და განაცხადა: „მან ადრეც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული საქართველო და დასავლეთი კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დასტურია“.

პირველი ვიცესპიკერის შეფასებით „უტიფრობაა, რონ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევი, ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედია საშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი2“-ის მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედიაგარემოზე და მის თავისუფლებაზე, თანაც საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუშვეს“.

გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი და მის გარშემო შეკრებილი ნაცმოძრაობის ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თვალსაჩინო, აშკარა წარმატებებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიულობის მაჩვენებლებს, მათ შორის მედია თავისუფლების მიმართულებით. არც სტრასბურგის 2019 წლის 18 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილების გახსენება სურთ მიტაცებული „რუსთავი2“-ის საქმეზე და არც იმ ფაქტისა, რომ მათი სააპელაციო საჩივარი იგივე სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო“.

გიორგი ვოლსკიმ გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე და  განაცხადა: „თუმცა მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი კავშირის შესახებ. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ქართული ოცნების“ სტრატეგია იქნება  განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის და სწორად შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს. 

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ვოლსკი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
22 აპრილი 2021

გიორგი ვოლსკი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

გიორგი ვოლსკი „AstraZeneca“-ს ვაქცინით აიცრა
07 აპრილი 2021

გიორგი ვოლსკი „AstraZeneca“-ს ვაქცინით აიცრა

გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
06 აპრილი 2021

გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს
02 აპრილი 2021

პარლამენტის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს

გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
29 მარტი 2021

გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R