გიორგი ვოლსკი „AstraZeneca“-ს ვაქცინით აიცრა
მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2021
„კარგად ვგრძნობ თავს და ყველას ვურჩევ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კაცობრიობას ემუქრება არის კოვიდის საშინელი ვირუსი. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია არის ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი გზა და იარაღი. ნებისმიერი ვაქცინა, ეს იქნება „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ თუ სხვა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემოწმებული და დარეგისტრირებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კორონავირუსის ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად ჩაიტარა.