გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 29 მარტი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, ოკუპაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
„სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე და სხვა მათთვის საინტერესო თემებზე. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც თავად სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენთვის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასასრულს.