საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები 17 თებერვალი 2014

მოგესალმებით კოლეგებო, ბატონო თავმჯდომარე, ნება მომეცით გაგაცნოთ ჩვენი ფრაქციის "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ საბოლოო მოსაზრება წარმოდგენილ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ სამუშაო პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა კანონშემოქმედების დროს.


კიდევ ერთხელ ვადასტურებთ,რომ მოქმედ კანონში ჩვენთვის მიუღებელი იყო ორი ნორმა:
1) დაქირავებულის გათავისუფლება თანამდებობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და არგუმენტების გარეშე. ახალ კოდექსში დაქირავებულის გათავისუფლება ხდება მხოლოდ დასაბუთებული, ობიექტური არგუმენტების საფუძველზე;
2) მოკლევადიანი ხელშეკრულებების, (მაგალითად ერთ თვიანი) არსებობა, რომელიც მუდმივ რეჟიმში გრძელდება და მუშაკს ამყოფებს სტრესულ მდგომარეობაში სამუშაოს და ანაზღაურების დაკარგვის შიშის გამო, რაც ამცირებს შრომის ნაყოფიერებას.
ახალი კოდექსი ითვალისწინებს უვადო ხელშეკრულებების შემოღებას, რასაც ჩვენ, ფრაქცია აპროტესტებს და თვლის, რომ უნდა იყოს აგრეთვე ვადიანი კონტრაქტებიც.
კანონის განხილვა მიმდინარეობდა დაძაბულ ემოციურ ფონზე. ჩვენ მოვახერხეთ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციების დაახლოება. ვეცადეთ დამსაქმებლების და დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინება და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების გაზიარება.
ჩვენ რეკომენდაციებში ვხელმძღვანელობით პრინციპით: ბიზნესის განვითარება, ეკონომიკის ზრდა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნა. როგორი კოდექსი მივიღეთ? ჩემი შეფასებით რბილად რომ ვთქვათ, აღფრთოვანებას არ იწვევს.


მაშინ რატომ ვუჭერთ მხარს კოდექსის საბოლოო ვარიანტს? ჩვენი ფრაქცია აღმოჩნდა არჩევანის წინაშე:
1) ან არ უნდა დაგვეჭირა მხარი კოდექსისათვის გარდა ზემოთ აღნიშნული ორი მუხლისა და გამოვთიშვოდით სამუშაო პროცესს;


2) ან მიგვეღო მონაწილეობა კანონშემოქმედებით მუშაობაში და ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი ოპონენტების მიერ გაზიარებული ყოფილიყო. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა.


შედეგად მივიღეთ კოდექსის გაცილებით უკეთესი ვარიანტი ვიდრე ის იყო წარმოდგენილი პირველი მოსმენით.
ფრაქციამ შეძლო ჯანსაღი ოპონირება გაეწია კანონპროექტის ავტორებისათვის და კონსტრუქციული პოზიცია დაეკავა კანონშემოქმედებით მუშაობის პროცესში.
არ მინდა შევეხო კანონის მუხლობრივ განხილვას, მაგრამ კოდექსით შრომით კოლექტივებს და პროფკავშირებს ეძლევათ ფართო უფლებები დასაქმებულთა ინტერესების დასაცავად. მინდა მოვუწოდო პროფკავშირებს ბოროტად არ გამოიყენონ მინიჭებული უფლებები და ზუსტად განსაზღვრონ ზღვარი სად მთავრდება დასაქმებულთა ინტერესების დაცვა და იწყება საბოტაჟი ქვეყნის ეკომონიკის წინააღმდეგ. რას ვგულისხმობ: კანონპროექტის განხილვისას ხშირად ხდებოდა აპელირება ევროკავშირის კონვენციებსა და დირექტივებზე. ბატონებო, მოგახსენებთ, რომ ევროპაში გაფიცვები ხელფასების მომატების მიზნით ითვალისწინებს მის ზრდას 2-5%მდე ან სხვა ზომიერ მოთხოვნებს. ჩვენთან კი არსებობს უამრავი მაგალითი გაფიცვებისა, სადაც მოითხოვდნენ ხელფასების ზრდას 50%-ით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას 25%-ით, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის შეუსრულებადია და შედეგობრივად საბოტაჟის ტოლფასია.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უმრავლესობას, უმცირესობას დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი თუ როგორ იმოქმედებს ახალი კოდექსი ეკონომიკის ზრდის ძირითად მაჩვენებლებზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე. თუ გამოიკვეთა, რომ კოდექსის ამოქმედებამ გააუარესა აღნიშნული მაჩვენებლები და ხელი არ შეუწყო სამუშაო ადგილების შექმნას.
საშემოდგომო სესიაზე დავუბრუნდეთ შრომითი კოდექსის გაუმჯობესების გზების ძიებას და დავდოთ საბოლოო პროდუქტი, რომელიც ჭეშმარიტად ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადილების შექმნას, ბიზნესის განვითარებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
03 თებერვალი 2016

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

მსგავსი

28 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

18 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

27 ნოემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

31 მარტი 2015

ფრაქცია \"უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის რიგგაშე სხდომაზე

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R