საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი კახიანი : „პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ჰქონდა და აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში“

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 04 ივნისი 2018
გიორგი კახიანი : „პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ჰქონდა და აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში“

სემინარზე „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საპარლამენტო ინიციატივას მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (SDGs) , მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

„პარლამენტის შესაძლებლობების შეფასება მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით: საპარლამენტო მექანიზმები“ - აღნიშნულ პანელს ფასილიტაციას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი უწევდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო მექანიზმების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ჰქონდა და აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში. მან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„პარლამენტმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ეს პროცესი იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, ქმედითი, ეფექტური. თუ როგორ ვიმოქმედოთ, რა მექანიზმები ავამოქმედოთ, რა მიმართულებით ვიმუშაოთ, დღეს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იმისათვის, რომ სწორი წარმოდგენა შეიქმნას მდგრადი განვითარების მიზნებზე. მისივე განცხადებით, კანონშემოქმედებითი პროცესით პარლამენტმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში.

„ეს მიზნები ფართოა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია პარლამენტის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სიახლეები შეიძლება შემოვიტანოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო მექანიზმებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზე.

„ვფიქრობ, რომ ამ ნაწილშიც გარკვეული სიახლეები უნდა შემოვიტანოთ. ჩვენ დღეს ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე. ფაქტიურად პროექტი უკვე შემუშავებულია და მალე ცნობილი გახდება. მასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის სწორედ პარლამენტის საკონტროლო საქმიანობა, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ჩვენ სრულიად ახალი სტანდარტები უნდა დავგეგმოთ ამ ურთიერთობებისათვის. ახალი რეგულაციები, რომელიც იქნება შემოთავაზებული, საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სემინარის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა
21 მაისი 2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა

ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
19 მაისი 2021

ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
17 მაისი 2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
28 აპრილი 2021

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R