საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 17 May 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა - დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა.

დღევანდელ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ირაკლი სესიაშვილი 13 მაისს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმების თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელი თანამდებობაა.

კომიტეტი შესაბამის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს და ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დარეგისტრირდეს ახალი საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის გაცხადებით, კომიტეტის აპარატმა შეამოწმა თანდართული მასალები და დაადგინა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

კომიტეტმა, ასევე განიხილა ლობისტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბესიკ ქარცივაძეს და ზაალ სარაჯიშვილს უარი ეთქვათ ლობისტად რეგისტრაციაზე, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებები არ აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

როგორც, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პიროვნებებს ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, კვლავ შეუძლიათ მომართონ პარლამენტს განცხადებით ლობისტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R