საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა

მედია და საზოგადოება 21 მაისი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე მუჯირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სალომე მუჯირმა პარლამენტს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პირადი განცხადებით მიმართა.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება და ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ცვლილებაზე იმსჯელა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ახალი ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეიქმნა, პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა კვოტების გადახედვა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით:

  1. ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ თექვსმეტივე საპარლამენტო კომიტეტში თითო წევრი ეყოლება;
  2. ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, კერძოდ:

    • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში ეყოლება ერთი წევრი;
    • ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითად და სათადარიგო შემადგენლობაში - თითო წევრი;
    • საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში - ერთი წევრი;
    • საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში - ერთი წევრი.
  3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის შემადგენლობა 8 წევრიდან 10 წევრამდე გაიზარდა. კომისიაში ფრაქცია „ქართულო ოცნებას“ ეყოლება 5 წევრი, ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 წევრი და კომისიაში წარმოდგენილ იქნება 4 უფრაქციო პარლამენტის წევრი.
  4. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა 4-დან 6-მდე იზრდება. კომისიაში ფრაქციას „ქართულო ოცნება“ ეყოლება 3 წევრი, ფრაქციას - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 წევრი და კომისიაში წარმოდგენილ იქნება 2 უფრაქციო პარლამენტის წევრი.
  5. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრების რაოდენობა უცვლელად რჩება. საბჭოს 8 წევრიდან 4 იქნება ფრაქცია „ქართულო ოცნების“ წარმომადგენელი, ერთი წევრი - ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ წარმოდგენელი და სამი - უფრაქციო პარლამენტის წევრი.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R