საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძემ თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროგრამა გააცნო

აპარატი 27 დეკემბერი 2019
გივი მიქანაძემ თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს დისტანციური სტაჟირების საპილოტე პროგრამა გააცნო

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს პარლამენტის სასახლეში უმასპინძლა და მათ დისტანციური სტაჟირების უპრეცედენტო მოდელი გააცნო. პარლამენტის აპარატის უფროსმა ახალგაზრდებს პარლამენტში უკვე დანერგილი, სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის წესზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც დისტანციური სტაჟირება ითვალისწინებს.

„საქართველოს პარლამენტში წელიწადნახევრის წინ სრულიად ახალი ფორმატის სტაჟირების მექანიზმი დაინერგა, რომლის ანალოგიც არცერთ საჯარო დაწესებულებაში არ არის. ეს არის საკმაოდ სიღრმისეული 6-თვიანი კურსი, რომელიც ახალგაზრდებისთვის იმ თეორიული კურსის პრაქტიკულ და პროფესიულ უნარებში გადატანას ითვალისწინებს, რაც ერთ კონკრეტულ მიმართულებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული სტაჟირების პროგრამის შედეგების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მისი გაფართოების საკითხი, რომელიც არა მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, არამედ რეგიონში არსებულ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს სტაჟირების პროცესებში ჩართვის საშუალებას მისცემს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტში დისტანციური სტაჟირების შემოღების იდეა გაჩნდა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ახალგაზრდებს დისტანციური სტაჟირების გავლის წესი და ის პირობები გააცნო, რომლებსაც სტაჟირებაში მონაწილე სუბიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ. მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პროგრამის პილოტირების პროცესში, დისტანციურ სტაჟირებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული ოდენობით, რეგიონებისთვის ოთხი, ხოლო თბილისისთვის ორი ადგილით განისაზღვრება და იგი ორ მიმართულებას - ადამიანის რესურსების მართვას და საერთაშორისო ურთიერთობებს მოიცავს. რაც შეეხება დისტანციურ სტაჟირებაში მონაწილეობას, მისი მსურველი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • სრულყოფილად ფლობდეს ქართულ ენას;
  • ფლობდეს საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ან უნდა იყოს ბაკალავრიატის არანაკლებ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი. 

პარლამენტის აპარატის უფროსმა დისტანციური სტაჟირების გავლის მსურველთა კონკურსის წესებიც განმარტა და აღნიშნა, რომ განაცხადების გადარჩევის შემდეგ, კონკურსანტებისთვის ქართულ ენასა და კომპიუტერულ უნარებში ტესტირება ჩატარდება, ბოლო ეტაპს კი მათთან გასაუბრება წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, 2020 წლის 8 იანვარიდან 20 იანვრამდე მოხდება განაცხადების მიღება და 10 თებერვლამდე დასრულდება შერჩევის პროცესი.

„დისტანციური სტაჟირების ანალოგი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ პარლამენტში და ჩვენ ვიქნებით პირველი პარლამენტი, სადაც ე.წ. „ონლაინ“ სტაჟირება დაინერგება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება სტაჟირების საპილოტე პროგრამა, რომლის შედეგებზეც დამოკიდებული იქნება მისი შემდგომი განვითარება და სხვადასხვა მიმართულებების დამატება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
 
დისტანციური სტაჟირების პროგრამის გაცნობის მიზნით, პარლამენტის აპარატის უფროსი გორის და ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდა და იანვრის დასაწყისში ანალოგიური შეხვედრები ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 ივლისი 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 ივლისი 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R