ილია ნაკაშიძემ საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ სასტუმრო „ბილტმორ“-ში საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია მასპინძლობას უწევს საერთაშორისო სპიკერებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს.
კონფერენციის მიზანია დამსწრე საზოგადოების, ახალგაზრდა ექიმებისა და სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება მედიცინის მეცნიერების და მტკიცებულებაზე დაფუძნებული თანამედროვე მიღწევების შესახებ. კონფერენციაზე დამსწრე დელეგატების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს : ოჯახის ექიმები, თერაპევტები, პედიატრები, ალერგოლოგები, ინფექციონისტები, ონკოლოგები და ყველა იმ დარგის წარმომადგენელი, რომლის ყოველოდღიური საქმიანობა ბავშვთან, მოზარდთან კონტაქტით შემოიფარგლება.