ირაკლი კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს“
თავმჯდომარე 26 იანვარი 2018

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ზოგადად, კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. თავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ - იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.