საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „ბიუროს სხდომაზე პროცედურის განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც არცერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს“

თავმჯდომარე 02 მაისი 2018
ირაკლი კობახიძე: „ბიუროს სხდომაზე პროცედურის განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც არცერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს“

„ჩვენ ვერ გავიხსენებთ ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერცერთ, თუნდაც კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა გამაერთიანებლის როლში, თუმცა, ამის საპირისპიროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის, და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის პრეზიდენტი გახდა და შეწყალებასთან დაკავშირებული მოვლენების დროს, მან კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც მოახდინა თვითიზოლაცია.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტი არ იყო გამაერთიანებელი ჩვენი სისტემის, ჩვენი საზოგადოების ამ ხუთი წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ჩვენ ვერ გავიხსენებთ ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერცერთ, თუნდაც კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა გამაერთიანებლის როლში, თუმცა, ამის საპირისპიროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის, და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში და ესეც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა საბოლოო ჯამში ოპოზიციის პრეზიდენტი და სულ ბოლოს, თქვენ გახსოვთ ბოლო მოვლენები, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც და ბოლოს გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც ასევე ძალიან სამწუხარო მოვლენაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გიორგი მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოებისა. ეს არის მისი კონსტიტუციური როლი და ფუნქცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მოღვაწეობის სამწუხარო ნიშანი იყო ე.წ. კინკლაობა. პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ შეეხო დებატების რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას და განაცხადა, რომ პროცედურის პარლამენტის ბიუროზე განხილვას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც ესწრებოდა, რომელსაც საკითხთან დაკავშირებით, შენიშვნები არ გამოუთქვამს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის დასატოვებლად მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა.

„სამწუხარო ნიშანი მისი მოღვაწეობისა იყო ე.წ. კინკლაობა. ეს ტერმინი სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენებოდა ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც საქმე ეხებოდა პრეზიდენტთან ურთიერთობას და დღესაც, მისი დღევანდელი მოქმედებაც იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება. მე ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევეხები ნიუანსებს იმ საკითხისა, რომელიც დაკავშირებული იყო პრეზიდენტის სხდომათა დარბაზიდან გასვლასთან. ჩვენ გვაქვს რეგლამენტით გათვალისწინებული გაწერილი პროცედურა დებატებისა. ეს პროცედურა ჩვენ განვიხილეთ ერთად ბიუროს სხდომაზე და ასევე დავაზუსტებ იმას, რომ ამ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი. მას არცერთი შენიშვნა პროცედურასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ეს არის დამატებითი არგუმენტი, ჩვენ ბევრი არგუმენტი არ გვჭირდება, უბრალოდ, დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, მას არ უყვარს დებატები, მას არ უყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც მან არაერთხელ დაადასტურა და დღესაც ამის გამოვლინება კიდევ ერთხელ ვიხილეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 მაისი 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R