საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე ვარშავაში სტუდენტებს შეხვდა

თავმჯდომარე 19 Dec 2017
ირაკლი კობახიძე ვარშავაში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვარშავაში იმყოფება, ქართველ სტუდენტებს შეხვდა. 

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. მათთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორია. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში წაიკითხა ლექცია.

პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვებსაც, რომლებიც, ძირითადად, ქვეყნის ევროპულ მომავალს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.

ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, წმინდა გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 May 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 May 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 May 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 May 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 May 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R