საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი“

თავმჯდომარე 27 Sep 2018
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი“

„მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანიის წარმართვა უნდა და არ სურს, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს დაემსგავსოს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ“ საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა ამაზე კამპანიის აგება. როდესაც კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის, უბრალოდ, პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. არ გვინდა დავემსგავსოთ მას. გესმით თქვენ სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. გესმით აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ.

მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული. ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ - ამ, აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 May 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 May 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 May 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 May 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 May 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R