საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინა ფრუიძე - ახალგაზრდული პოლიტიკის ერთიანი სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებისთვის ფართო საჯარო განხილვებს ვიწყებთ

სპორტის კომიტეტი 10 ოქტომბერი 2019
ირინა ფრუიძე - ახალგაზრდული პოლიტიკის ერთიანი სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებისთვის ფართო საჯარო განხილვებს ვიწყებთ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირინა ფრუიძემ გახსნა. 

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები.

„სამუშაო ჯგუფის მიზანია ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ერთობლივი მუშაობა, წარსულში განხორციელებული პოლიტიკის შეფასება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ის მიზნები, რომელიც გვაქვს ახალგაზრდობასთან დაკავშირებით, შემდგომ კი შემუშავდეს გეგმა, რომლითაც მივიღებთ გამიზნულ შედეგს. აღნიშნულ პროცესში გვეხმარება ახალგაზრდულ საკითხებზე გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი და ექსპერტები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეთ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მას შემდეგ ჩატარდა სამუშაოები, რომლის მიხედვითაც შეფასდა ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ექსპერტმა ნინა გოგოლაძემ დამსწრეთ წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც აერთიანებდა ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების კარგი პრაქტიკის შესახებ შედარებით ანალიზს, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინაციის შესახებ არსებულ რეკომენდაციებსა და საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდულ საკითხებზე გაეროს საკოორდინაციო ჯგუფის როლზე ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში.

„ჩვენ წლებია ახალგაზრდული განვითარების საკითხებზე ვმუშაობთ, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე, გახდა საჭირო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის, ახალი გამოწვევების მიხედვით ხელახლა შემუშავება. ეს პროცესი არის ძალიან ღია, მხარს ვუჭერთ იმას, რომ ყველა ჩართული იყოს და ერთობლივად მოხდეს ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უპასუხებს ახალგაზრდების წინაშე არსებულ საერთო საჭიროებებს“, - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ანალიტიკოსმა, ნატალია ზაქარეიშვილმა.

პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რეზო ჩარკვიანმა. მისი თქმით, ახალგაზრდულ სფეროში ფუნდამენტური რეფორმაა გასატარებელი, ამ მხრივ კი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკოსისტემის შექმნაა. „ვერცერთი სფერო, იქნება ეს სამეწარმეო, კრეატიული, ლოგისტიკური თუ სხვა, ეკოსისტემის გარეშე ვერ იარსებებს“, - აღნიშნა მან.

შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიმოიხილეს კონცეფციის შემუშავების მეთოდოლოგიები და თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

შეხვედრა შეაჯამა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინა ფრუიძემ: „ვიმსჯელეთ რეკომენდაციებზე, რომელიც მოამზადეს ექსპერტებმა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმები და მომავალი სამოქმედო გეგმა. ვიწყებთ ფართო საჯარო განხილვებს, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ახალგაზრდული პოლიტიკის ერთიანი სახელმწიფო კონცეფცია. ამ განხილვებში ჩართული იქნება ყველა რეგიონის ახალგაზრდობა და ამის შედეგად სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩამოვაყალიბებთ დოკუმენტს, რომელიც საბოლოო ჯამში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს

მსგავსი

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
21 მაისი 2021

შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა
20 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა
19 მაისი 2021

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები გამართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
11 მაისი 2021

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R